თავში

ესპანეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული უნიკალური მონეტები იპოვა - VIDEO

​ესპანეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული უნიკალური მონეტები იპოვა
ესპანეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული უნიკალური მონეტები იპოვა - VIDEO

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, როდესაც ისინი იშვიათი რომაული ოქროს მონეტის გაყიდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებს. გამოძიების შედეგად სულ სამი ასეთი მონეტა ამოიღეს.

აღმოჩენილი რომაული მონეტები შესანიშნავ მდგომარეობაშია და მათ დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. მათი ფასი შავ ბაზარზე 200 ათას ევრომდე აღწევს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ შეიტყო, რომ ერთი ადამიანი ლონდონელი ნუმიზმატისთვის რომაული იმპერიის პერიოდის ოქროს მონეტის მიყიდვას გეგმავდა. მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის 8 მონეტისგან შემდგარი კოლექციის ნაწილი იყო, რომლებიც 2012 წელს შვეიცარიის ორ ქალაქს შორის მატარებლიდან მოიპარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system