თავში

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ცოლს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. გავრცელებული ცნობით, ბეგონია გომეზის მდგომარეობა სტაბილურია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

მთავრობამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და საგანგებო მდგომარეობის მართვის გეგმა წარუდგინა. ის ძალაში ხვალიდან შევა და, წინასწარი მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ორი დღის წინ, ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორ წარმომადგენელს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირება. მთავრობის სხვა წევრების ტესტის შედეგები კი უარყოფითია. 

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 753 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ნახევარი მადრიდზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system