
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივების შესახებ წინადადებას წარუდგენს. პრემიერის მოთხოვნით, შესაძლოა, ესპანეთში, საგანგებო რეჟიმი 21 ივნისამდე გახანგრძლივდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
პედრო სანჩესმა რეგიონალური მთავრობის ლიდერებთან გამართული ვიდეო-კონფერენციის დროს აღნიშნა, რომ საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში ბოლოჯერ გახანგრძლივდება. თუმცა, შეზღუდვების ფონზე, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება კვლავ ექნებათ.
ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 27,125-ს მიაღწია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განაცხადებით, ყოველდღიურად ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად მცირდება.
COVID-19-ის ინფექციით ქვეყანაში სულ 286,308 ადამიანი დაავადდა. 196,958 პაციენტი უკვე გამოჯანრთელდა.