თავში

ესპანეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობაა

​ესპანეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობაა
ესპანეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობაა

მასშტაბური ტყის ხანძრების შემდეგ, ესპანეთს გადაუღებელი წვიმები დაატყდა თავს, რომლებმაც ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას la Vanguardia ავრცელებს.

ყველაზე მეტად უამინდობამ ბალეარის კუნძულები, ასევე ავტონომიური ოლქები: ანდალუსია, ესტრემადურა და ვალენსია დააზარალა.

წვიმების გამო გზები დაიტბორა, რის გამოც ათობით ავტომობილი ბლოკირებულია. სტიქიის ადგილას სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა.

პირენეის ნახევარკუნძულზე 800-მდე მაღაზია და სახლი დაიტბორა.

ზარალი ფერმერებსაც მიადგა. ალაგ-ალაგ სეტყვამ ყურძნის მოსავლის 50% გაანადგურა. ზოგიერთ ადგილას კი ციტრუსები და ხურმა აღარ დარჩა.

ინტენსიური წვიმები დაზარალებულ რაიონებში კვირის დასაწყისიდან გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system