თავში

ესპანეთის სანაპიროები ხალხით გაივსო - PHOTO

ესპანეთის სანაპიროები ხალხით გაივსო
ესპანეთის სანაპიროები ხალხით გაივსო - PHOTO

დღეს უკვე მეორე დღეა, რაც ესპანელებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით 7 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ ქუჩაში გამოსვლის უფლება მიეცათ. სუფთა, ზღვის ჰაერს მონატრებული მაცხოვრებლები სანაპიროებზე იკრიბებიან და ვარჯიშითა და სერფინგით კავდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ესპანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მარტიდან მოქმედებს. თუმცა უკვე მეორე დღეა, რაც მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვების უფლება მიეცა.

ესპანელებს ქუჩაში გადაადგილების უფლება დილის 6:00 საათიდან 10:00 საათამდე და საღამოს 20:00-დან 23:00 საათამდე აქვთ. ამასთან ისინი ვალდებული არიან დაიცვან დისტანცირებისა და უსაფრთხოების ზომები.

განსხვავებულ დროს გასეირნების უფლება აქვთ 70 წელს გადაცილებულ პირებს. ისინი 10:00-დან 12:00 საათამდე და 19:00-დან 20:00 საათანმდე შუალედში შეძლებენ ქუჩაში გადაადგილებას.

მანამდე, ესპანეთის მთავრობის გადაწყევეტილებით სახლებისდატოვების უფლეაბ მიეცათ 14 წამდე პირებს, მშობლების თანხმლებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system