თავში

ესპანეთის სანაპიროზე მიგრანტების ცხედრები იპოვეს

​ესპანეთის სანაპიროზე მიგრანტების ცხედრები იპოვეს
ესპანეთის სანაპიროზე მიგრანტების ცხედრები იპოვეს

ესპანეთის სანაპიროზე მიგრანტების ცხედრები იპოვეს

ესპანეთში, ალმერიას პროვინციის სანაპიროზე 8 მიგრანტის ცხედრები იპოვეს. დაღუპულები ალჟირელები და მაროკოელები არიან.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ქალი და ერთი ბავშვია.

ცნობისთვის, მიგრანტები ალჟირიდან ან მაროკოდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ესპანეთში ჩასვლას ხშირად ცდილობენ.ყველაზე მომაკვდინებელი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის გზა არის, რომელიც ლიბიასა და იტალიას შორის მდებარეობს. წლის დასაწყისიდან აქ 741 ადამიანი გარდაიცვალა. მინიმუმ 250 ადამიანი დაიღუპა ატლანტის ოკეანეში, დასავლეთ აფრიკასა და კანარის კუნძულებს შორის, სულ მცირე 149 ადამიანი - დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე და 6 ადამიანი - აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, საბერძნეთისკენ მომავალ გზაზე.

ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში საზღვაო მარშრუტებზე დაღუპულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system