თავში

ესპანეთის სასამართლომ "ბულინგში" ბრალდებული სერჟანტები გაამართლა

​ესპანეთის სასამართლომ "ბულინგში" ბრალდებული სერჟანტები გაამართლა
ესპანეთის სასამართლომ ბულინგში ბრალდებული სერჟანტები გაამართლა

ესპანეთის სამხედრო ტრიბუნალმა გაამართლა ხუთი სერჟანტი, რომლებსაც ლესბოსელი კოლეგის "ბულინგში" ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ 1 დეკემბერს გაზეთი El Pais იუწყება.

ტენერიფის მე-5 ტერიტორიულმა სამხედრო ტრიბუნალმა გაამართლა საველე საარტილერიო ბრიგადის ხუთი სერჟანტი: ოთხი კაცი და ერთი ქალი. მოსარჩელისა და მისი მოწმეების განცხადებით, დანაყოფში მისვლის შემდეგ, სერჟანტები ახლად ჩამოსულს დემონსტრაციულად არ ეკონტაქტებოდნენ, საჯაროდ დასცინოდნენ მას, საფეთქელთან თითს ატრიალებდნენ, ზურგს უკან შეურაცხმყოფელად უწოდებდნენ "მინიონს", "ვირთხას", "ჯუჯას", "არანორმალურს", "ლესბოსელს" და ა.შ.

ქალის თქმით, მას ამცირებდნენ იმ ჯარისკაცების წინაშეც კი, რომლებიც მის მეთაურობაში იმყოფებოდნენ, ეჭვქვეშ აყენებდნენ მის ბრძანებებს. როდესაც სერჟანტმა ლეიტენანტს თავისი კოლეგების საქციელის გამო შესჩივლა, მან განუმარტა, რომ ”გამოუცდელობისა და განყოფილებაში ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო, ის სათანადოდ ვერ აფასებს სიტუაცია” და ურჩია, კოლეგებთან გაერკვია ყველაფერი.

ახალგაზრდა ქალის თქმით, სიძულვილის ობიექტად ის თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო გახდა. სასამართლო მოსმენის დასასრულს, პროკურორმა თითოეულ სერჟანტს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 50 ათასი ევროს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულების გამართლება ითხოვა.

ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კოლეგის მიმართ მტრობის მიზეზი "მისი სექსუალური ორიენტაცია არ იყო". ის "პროფესიონალური მეტოქეობითა და არაჯანსაღი კონკურენციით" იყო გამოწვეული. ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ სერჟანტის სექსუალურმა ორიენტაციამ მისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარები გამოიწვია, თუმცა, ზოგადად, კოლეგების ქცევაში არანაირი დანაშაულებრივი ნიშანი არ არსებობს, ვინაიდან მისი პირადი ღირსება არ შელახულა. ტრიბუნალის თანახმად, ”დაუდევრობამ, ცუდმა მეგობრობამ და დაცინვამ” სერჟანტს ”დისკომფორტი” შეუქმნა, მაგრამ ეს აი იყო დამცირების, შეურაცხყოფისა და შიშის გრძნობა.

სამხედრო ტრიბუნალმა ხუთი სერჟანტი გაამართლა, მაგრამ გააფრთხილა, რომ მათ, შესაძლოა, მკაცრი დისციპლინური სასჯელი დაეკისროთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system