თავში

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა მაისამდე გააგრძელა

ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა მაისამდე გააგრძელა
ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა მაისამდე გააგრძელა

ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მაისამდე გააგრძელა. პრემიერის თქმით, ჯერ ნაადრევია შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი და 15 დღეში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ისევ მოუწევს.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ვირუსის გავრცელების 152446 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 4226 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გარდაიცვალა 15238 ადამიანი, დაღუპვის 446 შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 52165 პაციენტი. საავადმყოფოში მკურნალობას 85043 ადამიანი განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system