თავში

ესპანეთში 3 ისლამისტი ტერორისტის განაჩენი გამოცხადდა

​ესპანეთში 3 ისლამისტი ტერორისტის განაჩენი გამოცხადდა
ესპანეთში 3 ისლამისტი ტერორისტის განაჩენი გამოცხადდა

ესპანეთის ეროვნული სასამართლოს მოსამართლეებმა, 3 ჯიჰადისტი ტერორისტის განაჩენი გამოაცხადეს, რომლებიც ბარსელონას 2017 წლის აგვისტოს ტერაქტის უკან იდგნენ. ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს.

ისლამისტებიდან პირველს - მუჰამედ ჰოულის 53 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მეორეს - დრის უკარიბას - 46 წლიანი პატიმრობა. ორივე მათგანს ბრალად ედება ტერაქტის დაგეგმვა, იარაღის უკანონო შენახვა და ფეთქებადი მოწყობილობების დამზადება. მესამე მსჯავრდებულს ბრალად ტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობა დაედო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში, ტურისტებით სავსე ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებში წინასწარი განზრახვით შევარდა დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი. ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა, ხოლო მასზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

გვიან ღამით, ბარსელონის ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ესპანურმა პოლიციამ ქალაქ კამბრილსში 5 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა, რომლებიც ბარსელონას მსგავსი ტერაქტის მოწყობს აპირებდნენ. აღნიშნულ ტერაქტს 16 ადამიანი შეეწირა, ხოლო 140 დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system