თავში

ესპანეთში არჩევნები მიმდინარეობს

​ესპანეთში არჩევნები მიმდინარეობს
ესპანეთში არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთის მოსახლეობა დღეს პარლამენტს ირჩევს. ეს ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე საყოველთაო არჩევნებია.

მიმდინარე წლის აპრილში სოციალისტურ მშრომელთა პარტიამ ვერ შეძლო შეედგინა მთავრობა. მან მადრიდის პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, თუმცა, უმრავლესობის შედგენა ვერ მოახერხა. ესპანეთი 2015 წლიდან ცდილობს სტაბილური მთავრობის შექმნას.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კოალიციის შექმნის შესახებ საუბარი მემარცხენე პარტიასთან დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. შედეგად, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის განსაზღვრული სექტემბრის დედლაინი დაირღვა.

საარჩევნო კამპანიის დასასრულს სანჩესმა მომხრეებს მიმართა.

„სულ ორი შესაძლებლობა არსებობს. ან უნდა დაგვიჭიროთ მხარი, რომ შევძლოთ მთავრობის შექმნა; ან ხმა მიეცით ნებისმიერ სხვა პარტიას და არ მისცეთ საშუალება ესპანეთს, ჰყავდეს პროგრესული მთავრობა“, - განაცხადა მან.

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ „სოციალისტურ მშრომელთა პარტია“ ლიდერობს, თუმცა ის უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს. კარგ შედეგს დააფიქსირებს კონსერვატიული იდეოლოგიის „სახალხო პარტიაც“.

გამოკითხვების მიხედვით უმრავლესობის ფორმირებას ისევ ვერც ერთი პარტია შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system