თავში

ესპანეთში ბოლო 24 საათში კოროანვირუსისგან 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში ბოლო 24 საათში კოროანვირუსისგან 838 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კოროანვირუსისგან 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ახალი ტიპის კორონავირუსს კიდევ 838 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ერთი დღის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაღუპულთა რაოდენობამ 6 528-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

COVID-19-ით ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 6 549 პირს დაუდასტურდა ინფიცირება, რითაც დაავადებულთა რაოდენობა 78 797-მდე გაიზარდა. 4 ათასზე მეტი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 9 600-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ესპანეთი, იტალიის შემდეგ, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი - მეოთხეს (ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system