თავში

ესპანეთში დანაშაულის დონე 70%-ზე მეტით შემცირდა

ესპანეთში დანაშაულის დონე 70%-ზე მეტით შემცირდა
ესპანეთში დანაშაულის დონე 70%-ზე მეტით შემცირდა

ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი 70%-ზე მეტით შემცირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 14 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ქვეყანაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის დონის 73.8%-ით შემცირება დაფიქსირდა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დანაშაულის 19,7 ათასი შემთხვევა დააფიქსირეს, ხოლო 2019 წლის იგივე პერიოდისთვის - 75 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მარტის პირველ ორ კვირაში ქვეყანაში დანაშაულის 60 ათასზე მეტი შემტხვევა ფიქსირდებოდა.

ამრიგად, მარტის თვეში სულ დანაშაულის 81 ათასი შემთხვევა დაფიქსირდ, 38 ათასით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის მარტში. 

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მადრიდში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის ეპიდემიით. აქ დანაშაული 84%-ით შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system