თავში

ესპანეთში დასავლეთ ნილოსის ცხელებით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

​ესპანეთში დასავლეთ ნილოსის ცხელებით გარდაცვალების პირველი ფაქტი
ესპანეთში დასავლეთ ნილოსის ცხელებით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

ესპანეთში დასავლეთ ნილოსის ცხელებამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. სევილიას პროვინციაში ვირუსით 77 წლის ადამიანი გარდაიცვალა.

ექიმები მის გადასარჩენად რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა მან ცხელების დამარცხება ვერ შეძლო.

ამჟამად რეგიონში დასავლეთ ნილოსის ცხელების აფეთქება ფიქსირდება. ამჟამად დაავადება 35 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 პაციენტი საავადმყოფოშია.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი ადამიანებში და ცხოველებში დაინფიცირებული კოღოს ნაკბენით ხვდება. კოღოები კი თავის მხრივ დაინფიცირებული ფრინველის კბენისას ინფიცირდებიან.

დასავლეთ ნილოსის ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ღებინება და გულისრევა. თუმცა, დაახლოებით 80%-ს მათ შორის, ვინც ამ ვირუსით ინფიცირდება, არანაირი სიმპტომები არ აქვს. 1%-ის შემთხვევაში კი მენინგიტი ან ენცეფალიტი ვითარდება, დანარჩენს კი სხვა ვირუსული ინფექციები უვითარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system