თავში

ესპანეთში ფლურონას პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

​ესპანეთში ფლურონას პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
ესპანეთში ფლურონას პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კატალონიაში ფლურონას პირველი შემთხვევები ფიქსირდება. ეს არის შემთხვევები, როდესაც გრიპითა და კორონავირუსით ინფიცირება ერთდროულად ხდება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Euro Weekly News ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევები "მსუბუქია".

"ეს არის ერთეული შემთხვევები. ეს არ არის ნორმა და ჯერჯერობით საუბარია მსუბუქ მიმდინარეობაზე", - განაცხადეს უწყებაში.

მედიკოსების თქმით, ორივე ვირუსი იწვევს ქოშინს, რადგან ის ზედა სასუნთქ გზებზე მოქმედებს.

შეგახსენებთ: ფლურონა - სიტყვების გრიპი და კორონას ნაერთია. პირველად ის ისრაელში, ორსულ ქალს დაუფიქსირდა, რომელიც რომელიც ორივე ვირუსით ერთდროულად იყო დაინფიცირებული. მისი ყველა სიმპტომი მსუბუქი იყო. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ დაავადება კორონავირუსის ახალი შტამი არ არის.

ესპანეთში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 90% COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად არის ვაქცინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system