თავში

ესპანეთში გერმანელმა ტურისტებმა უკანონო წვეულება გამართეს

ესპანეთში გერმანელმა ტურისტებმა უკანონო წვეულება გამართეს
ესპანეთში გერმანელმა ტურისტებმა უკანონო წვეულება გამართეს

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გერმანიიდან ჩასულმა ტურისტებმა უკანონო წვეულება გამართეს. გამოცემა Die Welt-ის ცნობით, სანაპიროზე ათასობით გერმანელი შეიკრიბა. 

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ესპანეთის მიერ დაწესებული შეწღუდვებისა, გერმანელი ტურისტები არ იცავდნენ დისტანცირების წესებს და არ ეკეთათ პირბადეები.

ადგილობრივების განცხადებით, ტურისტებმა ე.წ. "კორონავირუსის წვეულება" მოაწყეს, წესებს არ ემორჩილებოდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში ცეკვავდნენ.

მედიის ცნობით, მსგავსი ტიპის წვეულებები  ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ესპანეთში არ გამართულა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, დამსვენებლებს მოუწოდა, რომ ორშაბათიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება, როგორც შენობებში, ასევე ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system