თავში

ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 39 673-მდე გაიზარდა

​ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 39 673-მდე გაიზარდა
ესპანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 39 673-მდე გაიზარდა

ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით 6,6 ათასი ადამიანი დაინფიცირდა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 6,6 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 39 673-ს აღწევს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

COVID-19-ის ეპიდემიას ესპანეთში 2 696 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან 514 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 2,6 ათასი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3,8 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ესპანეთი, იტალიის შემდეგ, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი - მეოთხეს (ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system