თავში

ესპანეთში ხარების რბოლის ფესტივალი გაუქმდა

​ესპანეთში ხარების რბოლის ფესტივალი გაუქმდა
ესპანეთში ხარების რბოლის ფესტივალი გაუქმდა

ესპანეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდი სახალხო ფესტივალი - წმინდა ფერმინის ფიესტა, ანუ ხარების რბოლა გაუქმდა. ეს ფესტივალის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როცა ფიესტა არ გაიმართება.

ხარების რბოლა ჩრდილოთ ესპანეთის ქალაქ პამპოლინაში 6 ივლისს იწყება და ერთ კვირას გრძელდება. ფიესტაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი ცდილობენ, ექვს ხარს და ექვს მოზვერს გაექცნენ. თითოეული რბოლა დაახლოებით 4 წუთს გრძელდება.

ქუჩის ფესტივალი, რომელსაც 800 წლის ისტორია აქვს, მსოფლიო მასშტაბით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ის 1926 წელს ერნესტ ჰემინგუეიმ რომანში „აღმოხდების მზე - ფიესტა“ აღწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system