თავში

ესპანეთში კონსტიტუციის დასაცავად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ესპანეთში კონსტიტუციის დასაცავად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ესპანეთში კონსტიტუციის დასაცავად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, კორდობას, მურსიასა და ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში, 6 დეკემბერს, ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად აქციები გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ესპანეთში არსებული კოალიციური მთავრობა რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება. ესპანური მედიის თანახმად, აქციებში რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლად მიღებული კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, კერძოდ ესპანურ ენას ართმევს სავალდებულო სტატუსს და რეგიონებს საშუალებას აძლევს სკოლებში მხოლოდ ადგილობრივ ენაზე სწავლება განახორციელონ. 

ამასთან, ახალი კანონი ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობას ქმნის.

”უფრო დიდი მოცულობის სახელმწიფო სუბსიდიებს იღებენ ის რეგიონები, საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და მედია, რომლებიც ხელისუფლებას ერთგულებას უცხადებენ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system