თავში

ესპანეთში კონცერტს მცენარეებისთვის გამართავენ

​ესპანეთში კონცერტს მცენარეებისთვის გამართავენ
ესპანეთში კონცერტს მცენარეებისთვის გამართავენ

ბარსელონაში, ლისეოს საოპერო თეატრში კონცერტს გამართავენ, რომელიც ქვეყანაში შეზღუდვების შემოღებიდან პირველი ღონისძიება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

პუჩინის სიმებიანი კვარტეტი კონცერტს 2292 ქოთნის მცენარისთვის გამართავს. მისი მოსმენა ადამიანებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ ონლაინ-ფორმატში.

"იმ დროს, როდესაც კაცობრიობის უმეტესი ნაწილი დახურულ სივრცეში ჩაიკეტა, ბუნებამ იმარჯვა და ის ადგილები დაიკავა, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ", - განაცხადა ესპანელმა მხატვარმა ეუჯენიო ამპუდიმ, რომელიც ამ იდეის ავტორია.

კონცერტი 22 ივნისს გაიმართება. ღონისძიების შემდეგ ყველა "მსმენელს" ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს დაურიგებენ მადლიერების ნიშნად იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ეწევიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system