თავში

ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ესპანეთში. შემთხვევა კუნძულ გომერაზე დაფიქსირდა, რომელიც კანარის კუნძულების შემადგენლობაში შედის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "როიტერსი" ავრცელებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ხუთ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისათვის ყველა მათგანი იზოლირებულია. ისინი მადრიდში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან. 

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 259 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია მსოფლიოს 19 ქვეყანაში.

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, დადასტურებულია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system