თავში

ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში 435 ადამიანი დაიღუპა

​ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში 435 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში კორონავირუსით 24 საათში 435 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსი 4 211 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 208 389-ს აღწევს. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 21 717 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 435 გასული 24 საათის განმავლობაში. 85 915 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ესპანეთში 31 იანვარს დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა მარტის შუა რიცხვებიდან, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდა გადაადგილება და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system