თავში

ესპანეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზა 96 წლის ქალს გაუკეთეს

ესპანეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზა 96 წლის ქალს გაუკეთეს
ესპანეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზა 96 წლის ქალს გაუკეთეს

96 წლის არასელი როსარიო იდალგო პირველი ესპანელი გახდა, ვინც COVID-19-ზე აცრეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალს ვაქცინაცია უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს.

მეორე ესპანელი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა მოხეცებულთა სახლის მომვლელი მონიკა ტოპიასია.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია დღეს ოფიციალურად დაიწყო. მოქალაქეები COVID-19-ზე ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კორპორაცია BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინით აიცრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system