თავში

ესპანეთში საკარანტინო შეზღუდვები კვლავ მკაცრდება

ესპანეთში საკარანტინო შეზღუდვები კვლავ მკაცრდება
ესპანეთში საკარანტინო შეზღუდვები კვლავ მკაცრდება

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, კატალონიასა და ნავარაში სამუშაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, COVID-19-ის შემთხვევებში შემაშფოთებელი ზრდის გამო, დამატებით შეზღუდვებს დააწესებენ.

რეგიონებში, სადაც საკარანტინო წესები გამკაცრდა დასაშვებია არაუმეტეს ექვსი ადამიანის შეკრება. ბარები და რესტორნები 10 საათზე უნდა დაიხუროს. 

კატალონიის ჯანდაცვის მდივანმა კერძო კომპანიებს სთხოვა, რომ თანამშრომლები მომავალი 15 დღის განმავლობაში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაეყვანათ.

მადრიდი, სადაც ინფექციის მაჩვენებლის შეჩერების მიზნით, პარასკევს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ევროპაში COVID-19-ის ცხელი წერტილია.

კატალონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2,360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system