
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ მსხვილი საიდუმლო სახელოსნო გაანადგურა, რომელშიც თვითნაკეთ ბომბებს ამზადებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სახელოსნო და ლაბორატორია ქალაქ მირანდა-ლე-ებროში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში იყო განთავსებული. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 17 თვითნაკეთი ბომბი, ელექტრო დეტონატორები, მავთულები და 30 კილოგრამამდე ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელის ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად იყო გამოყენებული. სამართალდამცავებმა ასევე 26 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
საქმის ფარგლებში ერთი ადამიანი დაკავებული. მას ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ფაქტზე წარედგინა.