თავში

ესპანეთში, შეზღუდვების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა

ესპანეთში, შეზღუდვების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა
ესპანეთში, შეზღუდვების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა

ესპანეთში, კორონავირუსის მესამე ტალღის საშიშროების მიუხედავად, 5 000-კაციანი კონცერტი გაიმართა. 

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ესპანელი მომღერალი რაფაელის კონცერტი მადრიდში გაიმართა. 

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე მადრიდის მერმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებდა, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა გარდაუვალი იყო. 

სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის ფონზე, კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა.

დღეისათვის ესპანეთში კორონავირუსის 1,797,236 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადებას 48 926 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system