თავში

ესპანეთში სოფლის გადასარჩენად ბარმენს ეძებენ

​ესპანეთში სოფლის გადასარჩენად ბარმენს ეძებენ
ესპანეთში სოფლის გადასარჩენად ბარმენს ეძებენ

ესპანეთის ხელისუფლება კალატაიუდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლვესისთვის ბარმენს ეძებს, რომელმაც სოფელი უნდა გადაარჩინოს. ამის შესახებ Idealista წერს.

სოფელს, სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს, საფრთხე დაემუქრა, როდესაც იქაური ბარმენი სამსახურიდან წავიდა. ბარი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ადგილობრივები იკრიბებოდნენ.

ახალ ბარმენს სახლს, იჯარისგან გათავისუფლებას, უფასო გათბობას, ელექტროენერგიის ანგარიშის ნახევრის დაფარვას სთავაზობენ. თუ მას ოჯახი ეყოლება, ყველა წევრს დაასაქმებენ, ბავშვებისთვის კი სასწავლო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

ერთადერთი მოთხოვნა - ოფიციალური რეგისტრაციაა.

ვაკანსიაზე არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების კანდიდატურებიც განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system