თავში

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში, მადრიდის რეგიონი რობლედო დე ჩაველა ხანძარს ებრძვის. ხანძრის გავრცელების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მადრიდის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის თქმით, ხანძარს, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში ტყეში ღამით გაჩნდა, 16 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟის გუნდი და სამი ვერტმფრენი აქრობდა. 

”ამ ეტაპზე, საფრთხეში არც ერთი მოსახლე არ არის. თუ ხანძარი გავრცელდება ამისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა მან.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა, რომელიც 40 გრადუსზე მეტი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system