თავში

ესპანეთში ტურისტებს COVID-19-ისგან ხელოვნური ინტელექტი დაიცავს

​ესპანეთში ტურისტებს COVID-19-ისგან ხელოვნური ინტელექტი დაიცავს
ესპანეთში ტურისტებს COVID-19-ისგან ხელოვნური ინტელექტი დაიცავს

ესპანელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ დაიცვან სანაპიროებზე ტურისტები ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან. მათი თქმით, ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ახალი სისტემა ერთ-ერთ კურორტზე უკვე მუშაობს. აქ სანაპიროზე სპეციალური სენსორებია განთავსებული, რომელიც დამსვენებლების სოციალური დისტანციას აკონტროლებს.

სკანერები განათების ბოძებზეა განთავსებული. ისინი სანაპიროზე მყოფ ადამიანებს ითვლის, შემდეგ კი მონაცემებს ერთიან ბაზაში აგზავნის. მოგვიანებით, აპლიკაცია სმატფრონებზე ათავსებს ინფორმაციას, სანაპიროს რომელი ნაწილია უფრო გადატვირთული, ან პირიქით, თავისუფალი.

ინტერაქტიული რუკა შუქნიშნის პრინციპზეა აგებული. მწვანე კომფორტულ ზონას ნიშნავს, ნარინჯისფერი - ტერიტორია 75% გადატვირთულია, წითელი - ადგილი არ არის.

დეველოპერების თქმით ამ სისტემის გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებშიც, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ მოედნებსა და რესტორნებში არის შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system