თავში

ესპანეთში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

​ესპანეთში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ესპანეთში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ესპანეთში ცივი ციკლონით გამოწვეული უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაშავდა.

დღეს აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, რომელიც ალიკანტეს პროვინციაში შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლა. ერთი ცხედარი მდინარე გუადელესტის კალაპოტში იპოვეს. ერთი მამაკაცი ალმერიას პროვინციაში, საკუთარ სათბურში დაიღუპა, რომელსაც მეხი დაეცა.

ესპანეთის ცხრა პროვინციაში განგაშის მაღალი დონეა შენარჩუნებული. ყველაზე რთული მდგომარეობა კატალონიასა და ვალენსიაშია.

გზების უმრავლესობა გადაკეტილია, მატარებლები შეფერხებით მოძრაობს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდა.

არაგონში 200 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system