თავში

ესპანური მედია: გარდაცვლილი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია

ესპანური მედია: გარდაცვლილი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით
ესპანური მედია: გარდაცვლილი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია

ესპანური გამოცემა El Prais-ის ცნობით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი შესაძლოა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტი იყოს. გამოცემის ინფორმაციით, ეპიდემიის შედეგად სულ 44,868 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც, ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 28,432-ს შეადგენს.

ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ ხელისუფლება 16,436 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას მალავს.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლაების პირველი შემთხვევა 13 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 272,421-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ როგორც გამოცემა იუწყება, ესპანეთს გარდაცვლილთა სტატისტიკაში მხოლოდ ის პირები შეჰყავს, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს და დადებითი პასუხი აჩვენა. 

პუბლიკაცია განმარტავს, რომ კარლოს III-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტი ყოველდღიურად აკონტროლებს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ინსტიტუტი ითვალისწინებს ბოლო 10 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელს და ადარებს მათ არსებულ ვითარებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მონაცემებით, 14 მარტდან, 22 მაისამდე პერიოდში 44,118-ით მეტი დაიღუპა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system