თავში

ესტონეთი კარანტინს ამკაცრებს

​ესტონეთი კარანტინს ამკაცრებს
ესტონეთი კარანტინს ამკაცრებს

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდება. ინფორმაციას ERR ავრცელებს.

"2 აგვისტოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, პირბადე ატაროს, ვინაიდან შეუძლებელია გარჩევა, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ - არა", - განაცხადე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.

ამასთან, 9 აგვისტოდან დახურულ შენობაში ღონისძიებებზე დამსწრეთა რაიოდენობა 50 ადამიანით განისაზღვრა, ღია სივრცეში - 100 ადამიანით.

ახალი წესები ვრცელდება საზოგადოებრივ თავშეყრებზე, კონფერენციებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე, კონცერტებზე, კინოჩვენებებზე, ღვთისმსახურებასა და გამოფენებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system