თავში

ესტონეთში მოზარდებს სოლარიუმებს და ტატუს აუკრძალავენ

​ესტონეთში მოზარდებს სოლარიუმებს და ტატუს აუკრძალავენ
ესტონეთში მოზარდებს სოლარიუმებს და ტატუს აუკრძალავენ

ესტონეთის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მოზარდებს სოლარიუმებით სარგებლობას უკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის სოციალურ საქმეთა სამინისტრო აცხადებს. უწყების ინფორმაციით, აკრძალვა ასევე ტატუს შეეხება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, სოლარიუმები მელანომის, კანის კიბოს გაჩენის რისკებს ზრდის. განსაკუთრებით საშიში ის ახალგაზრდა ასაკში სარგებლობის შემთხვევაში არის.

„ამ პრაქტიკის დაშვება უპასუხისმგებლო იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც ბავშვებს ასეთ მომსახურებაზე წვდომა აქვს და როდესაც სამეცნიერო კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ეს სერვისი ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“, - აცხადებს ესტონეთის სოციალურ საქმეთა მინისტრი ტანელია კიიკი.

რაც შეეხება ტატუს, სამინისტროს კითხვები იმ მელანთან აქვს, რომელიც კანის ქვეშ ხვდება. მათი თქმით, ნივთიერება კანცეროგენებს შეიცავს, რომელიც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.

დამტკიცების შემთხვევაში კანონი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system