თავში

ესტონეთის პირველი ქალი პრემიერი ეყოლება

ესტონეთის პირველი ქალი პრემიერი ეყოლება
ესტონეთის პირველი ქალი პრემიერი ეყოლება

ესტონეთის მთავრობას კაია კალასი უხელმძღვანელებს. ის პირველი ქალი იქნება, ვინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავეს. ახალი მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებას ესტონეთის ორმა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია.

ოპოზიციური, ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმის პარტიისა“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრისტული პარტიის“ პარტიულმა საბჭოებმა მხარი დაუჭირეს ერთიანი მინისტრთა კაბინეტის შექმნას, რომელსაც „რეფორმის პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და პარტიის თავმჯდომარე კაია კალასი უხელმძღვანელებს.

15-წევრიან მთავრობაში კალასის პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი, რომელიც 101 ადგილიან რიგიკოგუს პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა კაია კალასს მთავრობის ფორმირება მას შემდეგ დაავალა, რაც მისმა პარტიამ 2019 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system