თავში

ესტონეთის პრეზიდენტმა, ჰომოფობიური რიტორიკის გამო, მინისტრის გადადგომა მოითხოვა

ესტონეთის პრეზიდენტმა, ჰომოფობიური რიტორიკის გამო, მინისტრის გადადგ
ესტონეთის პრეზიდენტმა, ჰომოფობიური რიტორიკის გამო, მინისტრის გადადგომა მოითხოვა

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს მარტ ჰელმეს, ჰომოფობიური რიტორიკის გამო, გადადგომისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, "ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს იქნება პოლიტიკური დღის წესრიგი”. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

ესტონეთში პოლიტიკური სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონმდებლობამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს, რომ ქორწინება ”ერთ ქალსა და ერთ კაცს შორის კავშირია”. გარდა ამისა, ჰელემ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ შვედეთში გაქცეულიყვნენ, სადაც მათ "უფრო თავაზიანად მოექცეოდნენ".  ამასტან, ჰელმემ დასძინა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ ძალიან "არამეგობრული" დამოკიდებულება აქვს. 

”ასეთი მსოფლმხედველობის მქონე მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის არ გამოდგება”, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია, მარტ ჰელმეს მეთაურობით, მთავრობაში 2019 წელს შევიდა და მას შემდეგ მისი წარმომადგენლები სკანდალების ცენტრში რეგულარულად ხვდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system