თავში

ესტონეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სრულას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ესტონეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სრულას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ესტონეთში, ბენზინგასამართ სადგურზე სრულას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ესტონეთში, პორნუშის ოლქში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი სროლისას ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი.

პოლიციის ცნობით, 32 წლის სუბარუს მძღოლმა თავდაპირველად ერთხელ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, მცირე დროის შემდეგ კვლავ დაბრუნდა და ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად რამდენჯერმე გაისროლა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მსუბუქ ავტომობილში მყოფ ოთხ პირს და მოტოციკლეტის მძღოლს. მოტოციკლეტის მძღოლი და მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი ციცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულ ჭრილობას ემსხვერპლა. ქალთან ერთად, მანქანაში იმყოფებოდა მისი მეოღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც ასევე დაზიანებები აღენიშნებათ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

მომხდარის შემდეგ, მამაკაცი ტყეში გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა. ამ დროისათვის, პროკურატურა საქმის დეტალებს იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system