თავში

ესტონეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას 1 დაიღუპა, 8 დაშავდა

​ესტონეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას 1 დაიღუპა, 8 დაშავდა
ესტონეთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას 1 დაიღუპა, 8 დაშავდა

ესტონეთის ქალაქ ტარტუში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ERR ავრცელებს.

საერთო ჯამში, ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანამდე კომუნალურმა სამსახურმა შეტყობინება მიიღო, რომ ხუთსართულიან კორპუსში ბინიდან გაზის სუნი გამოდიოდა, კარი კი ჩაკეტილი იყო და არავინ აღებდა.

სიტუაციის შესამოწმებლად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს: ორი მაშველი, ორი პოლიციელი, სასწრაფო დახმარების მძღოლი და ნასვამი მამაკაცი, რომელიც ბინაში იმყოფებოდა.

მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ბინაში მყოფი 46 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ორი პოლიციელის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system