თავში

ეთიოპიაში არეულობებს 239 ადამიანი ემსხვერპლა

​ეთიოპიაში არეულობებს 239 ადამიანი ემსხვერპლა
ეთიოპიაში არეულობებს 239 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობით გამოწვეული არეულობების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 239-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France-Presse ავრცელებს.

ორომიას რეგიონის პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 215 სამოქალაქო პირია, დანარჩენები კი ძალოვნები - 5 სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების 9 თანამშრომელი.

28 ივნისს, 34 წლის მომღერალი, ჰანტალუ ჰუნდესა, რომელიც პოლიტიკური შინაარსის ტექსტებითა და მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა, დედაქალაქის, ადის-აბებას გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი კომპოზიციები ორი წლის წინ საპროტესტო გამოსვლების ერთგვარ ჰიმნადაც იქცა.

გარდაცვალებამდე მომღერალი აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

გასული ერთი კვირის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ 1,084 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system