თავში

ეთიოპიაში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის ორწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული

ეთიოპიაში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის ორწლიანი პატიმრობაა გათვალისწი
ეთიოპიაში პირბადის გარეშე მოძრაობისთვის ორწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული

ეთიოპიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირბადის გარეშე გადაადგილებისათვის სანქციის სახით ორწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების აღმავალი სტატისტიკა შეინიშნება, რის გამოც ხელისუფლება საკარანტინო წესების დამრღვევთათვის დამატებით და მკაცრ სანქციებს აწესებს.

ამ დროისათვის მოქმედი შეზღუდვებით აკრძალულია: ხელის ჩამორთმევა, პირბადის გარეშე გადაადგილება, სამზე მეტი ადამიანის შეკრება, ორმეტრიანი დისტანციის დაუცველობა. 

ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ის 91,118 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 1,384-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system