თავში

ეთიოპიაში სოციალური ქსელების მუშაობა აღდგა

​ეთიოპიაში სოციალური ქსელების მუშაობა აღდგა
ეთიოპიაში სოციალური ქსელების მუშაობა აღდგა

ეთიოპიაში სოციალური ქსელების Facebook, WhatsApp -ისა და Instagram-ის მუშაობა აღდგენილია. ისინი დღეს ადრე დილით მიუწვდომელი იყო. ქვეყნის მაშტაბით გათიშვა სულ 6 ადგილას დაფიქსირდა. ინფორმაცია დაბლოკვის შესახებ ინტერნეტსამეთვალყურეო ორგანიზაცია NetBlocks-მა გაავრცელა. ეთიოპიის საიფორმაციო ქსელების სააგენტოსა და სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო სისტემების ხელმძღვანელობას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გათიშვა არ შეხებია სოციალურ ქსელებს Twitter-ს, YouTube-ს, Snapchat-ს, LinkedIn-სა და Reddit-ს.

ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობის გამო, 5 ივნისის არჩევნები გაურკვეველი ვადით გადადო. ეს უკვე არჩევნების გადადების მეორე შემთხვევაა. მანამდე ის 2020 წლის აგვისტოში იყო დანიშნული, თუმცა, კორონაპანდემიის გამო გადაიდო.

ეთიოპიაში ინტერნეტთან წვდომა პოლიტიკური მღელვარების ნიადაგზე დრო და დრო იზღუდება.

NetBlocks-ს შეფასებით, 2019 წლის ივნისში ინტერნეტის გათიშვა ქვეყანას 17 მილიონი დოლარი დაუჯდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system