თავში

ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური პირების განცხადებით, ეთიოპიაში, ორომიის რეგიონში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 32 ადამიანი მოკლეს, გადაწვეს საცხოვრებელი სახლები და მოიპარეს პირუტყვი. ცნობილია, რომ თავდასხმაში 60-მდე შეიარაღებული და უიარაღო თავდამსხმელი მონაწილეობდა. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმაში ორომოს განმათავისუფლებელ არმიას (OLA) ადანაშაულებს. OLA არის შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც დასავლეთ და სამხრეთ ეთიოპიაში გატაცებებსა და თავდასხმებში ხშირად ადანაშაულებენ. 

"შეიარაღებულმა ჯგუფმა მთელი მშვიდობიანი მოსახლეობა შეგვკრიბა, შემდეგ ცეცხლი გაგვიხსნეს. ბევრი ადამიანი დაიღუპა. გადაწვეს სახლები და პირუტყვი მოგვპარეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოსახლემ.

ეთიოპიის მთავრობის განცხადებით, შესაბამისი ძალები შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს, რადგან ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალი იყოს.

"მე ღრმად ვწუხვარ ეთიოპელებზე განხორციელებული თავდასხმის გამო", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, აბი აჰმედმა.

მან ასევე დასძინა, რომ თავდამსხმელების წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system