თავში

ეთიოპიის აეროპორტში კოკაინის გადატანისთვის 14 ადამიანი დააკავეს

ეთიოპიის აეროპორტში კოკაინის გადატანისთვის 14 ადამიანი დააკავეს
ეთიოპიის აეროპორტში კოკაინის გადატანისთვის 14 ადამიანი დააკავეს

ეთიოპიის პოლიციამ, ქალაქ ადის-აბების აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების, კოკაინის გადატანის მცდელობისთვის 14 პირი დააკავა, რომლებიც ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოდან ჩავიდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციელის განცხადებით ეჭვმიტანილებს, 13 ნიგერიელსა და ერთ ბრაზილიელს, 14 კგ კოკაინი დამალული ჰქონდათ ბარგში და თეთრეულში, ზოგი კი გადაყლაპეს.

ეთიოპიის პოლიციამ განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 39 კგ კოკაინი და 36 კგ კანაფი ამოიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system