თავში

ეთიოპიის პრემიერმა ტიგრაის ამბოხებულებს 72 საათი მისცა

​ეთიოპიის პრემიერმა ტიგრაის ამბოხებულებს 72 საათი მისცა
ეთიოპიის პრემიერმა ტიგრაის ამბოხებულებს 72 საათი მისცა

ეთიოპიის პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებს დანებებისთვის უკანასკნელი 72 საათი მისცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პრემიერ აბი აჰმედის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის ბოლო მესამე ფაზას აწარმოებენ, რაც ტიგრის მოსახლეობის მხრიდან იარაღის დაყრით უნდა დასრულდეს.

ნობელის პრემიის ლაურეატი აფრიკელი პოლიტიკოსი აბი აჰმედი, რომელმაც საერთაშორისო პრემია ერთი წლის წინ ერიტრეასთან კონფლიქტის დასრულებისთვის მიიღო, ახლა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. ეთიოპიის ჩრდილოეთ რაიონში სისხლიანი კონფლიქტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

ტიგრაი, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება, ნოემბრიდან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აირჩია. პრემიერ აბი აჰმედის თქმით, კანონიერება უნდა აღდგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system