თავში

ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ ტიგრაიში პარტიების რეგისტრაცია გააუქმა

​ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ ტიგრაიში პარტიების რეგისტრაცია გააუქმა

ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ ტიგრაიში რამდენიმე პარტიის რეგისტრაცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC Africa ავრცელებს.

ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა ტიგრაის ყოფილი მმართველი პარტია "ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი (TPLF)". კომისიის განცხადებით, პარტიამ უგულებელყო არჩევნების აკრძალვის შესახებ დადგენილება და სამოქალაქო ომის აღძვრას ცდილობდა.

რეგისტრაციის უფლება ჩამოერთვა ასევე პარტიას "კოალიცია ერთიანობისა და დემოკრატიისათვის (CUD)". ტიგრაის დარჩენილი სამი პარტიიდან: "აზიმბას დემოკრატიული პარტია", "დიდი ტიგრაის (ბიტონის) ეროვნული კონგრესი" და "სალსაი ვეიანე ტიგრაი" - ეთიოპიის საარჩევნო კომისიამ ახსნა-განმარტება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში სამხედრო ოპერაციის შედეგად TPFL–ის ლიდერები ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system