თავში

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა

​ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდა 14-15 ივნისს უკრაინას ეწვევა.

დღის წესრიგშია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების მცდელობები.

ვიზიტის ფარგლებში, ლინდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას. შეხვდება.

”ის ფაქტი, რომ წლის პირველ ნახევარში მეორედ ჩავდივარ ქვეყანაში, აჩვენებს მნიშვნელობას, რომელსაც შვედეთი მნიშვნელობას უკრაინასა და მის გარშემო არსებულ ვითარებას ანიჭებს, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, კონფლიქტი ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

"საჭიროა სამოქალაქო მოსახლეობისთვის მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქება, მათ შორის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ე.წ. საკონტაქტო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის გაზრდის გზით", - განაცხადა ლინდემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system