თავში

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავენ

​ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სომხეთსა
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავენ

ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე, - ამის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, სრულად შეასრულონ 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის დეკლარაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

თანათავმჯდომარეებმა შეშფოთებით აღნიშნეს ბოლოდროინდელი ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შესახებ. მათი თქმით, ძალის გამოყენება ან ძალით დამუქრება სასაზღვრო დავების მოსაგვარებლად დაუშვებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system