თავში

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან

​ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევიან

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს გვერდზეა განთავსებული.

„თანათავმჯდომარეები რეგიონს უახლოეს მომავალში ეწვევიან“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც თანათავმჯდომარეებმა ნიუ-იორკში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ელმარ მამედიაროვისა და ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრის შედეგად გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეებმა ორი ქვეყნის მინისტრებს ივნისში ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„თანათავმდომარეებმა ზაფხულის პერიოდში ძალადობის შემცირებისკენ მხარეების მიერ გაწეული ძალისხმევის დადებითი შედეგები აღნიშნეს, რომელთა შორის პირდაპირი კავშირის არხების გამოყენებაცაა. თანათავმჯდომარეებმა და მინისტრებმა გააგრძელეს იმ დამატებითი ზომების განხილვა, რაც დაძაბულობის შემცირებისა და იმ ატმოსფეროს შენარჩუნებისკენაა მიმართული, რომელიც მშვიდობასა და საგნობრივი მოლაპარაკებებს უწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო შუამავლები ასევე მოუწოდებენ მხარეებს, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომელმაც, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system