თავში

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: საბედნიეროდ, ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები დასრულდა

​ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: საბედნიეროდ, ყარაბაღში
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: საბედნიეროდ, ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები დასრულდა

საბედნიეროდ, მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. ახლა შეთანხმებების შესრულების დრო მოვიდა, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედი რამამ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 27-ე შეხვედრაზე განაცხადა.

”მე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ნდობის არსებობის შემთხვევაში, არსებითი მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რათა კონფლიქტის გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირება მიღწეული იყოს”, - განაცხადა რამამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. 10 ნოემბერს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც სომხეთმა აზერბაიჯანისათვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნების ვალდებულება იკისრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system