თავში

ევორკავშირში Pfizer-ის 1,8 მილიადრი დოზა ვაქცინის მიწოდებას საფრანგეთი აჭიანურებს -Die Welt

​ევორკავშირში Pfizer-ის
ევორკავშირში Pfizer-ის 1,8 მილიადრი დოზა ვაქცინის მიწოდებას საფრანგეთი აჭიანურებს -Die Welt

ევროკავშირმა ამერიკულ Pfizer-სა და მის გერმანელ პარტნიორ BioNTech-თან 1, 8 მილიარდი დოზა ვაქცინის 2023 წლამდე მიღებაზე კონტრაქტი უნდა გააფორმოს. შეთანხმების დასრულებას საფრანგეთი აჭიანურებს. დოკუმენტი ევროკომისიას ჯერ კიდევ გასულ კვირაში უნდა დაემტკიცებინა. ინფორმაციას Die Welt ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით ამის მიზეზი შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისრის ტიერი ბრეტონის პოზიციაა, რომელიც ვაქცინების წარმოების შესაძლებლობების გაზრდას ევროკავშირის დონეზე ითხოვს. ევროკომისიის საბჭოს სხდომაზე მან Pfizer-თან და BioNTechс-თან კონტრაქტის დადებას მხარი არ დაუჭირა. როგორც გამოცემა იუწყება, ბრეტონის არგუმენტები სხვა და სხვა პრობლემები და ტექნიკური საკითხები იყო, თუმცა, გამორიცხული არ არის ეს გარკვეული ინტერესებით იყოს გამოწვეული. პარიზს, შესაძლოა ვაქცინის მწარმოებელი გარკვეული სიმძლავრეების საფრანგეთში გადატანა სურდეს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system