თავში

ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესს შეცვლის

​ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესს შეცვლის
ევროკავშირი ახალი წევრების მიღების წესს შეცვლის

ევროკომისია, საფრანგეთის ვეტოს დაძლევის მიზნით, ქვეყნების გაწევრიანების წესებში ცვლილების შეტანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კომისია ცვლილებების პროექტს 5 თებერვალს წარადგენს. ის ბლოკის არსებულ წევრებს ახალი სახელმწიფოების მიღების მხრივ მეტ უფლებამოსილებას მისცემს. კერძოდ, მათ გაწევრიანების პროცესის შეჩერება ან თავიდან დაწყება შეეძლებათ.

პარიზში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობას ცვლილებების პროექტი არ უნახავთ.

გამოცემა წერს, რომ კომისია ცვლილებებზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბლოკში სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგრო, ალბანეთის, ბოსნიის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას არ დაუჭირა მხარი და ვეტო დაადო. მიზეზად მაშინ ის დასახელდა, რომ ახალი წევრების მიღების არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება. შემდეგი სამიტი ამ საკითხზე მაისში, ზაგრებში გაიმართება. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ მაკრონი ვეტოს გააუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system