თავში

ევროკავშირი აშშ-ის მიერ შენგენის ზონიდან მოგზაურობების აკრძალვას ეხმაურება

​ევროკავშირი აშშ-ის მიერ შენგენის ზონიდან მოგზაურობების
ევროკავშირი აშშ-ის მიერ შენგენის ზონიდან მოგზაურობების აკრძალვას ეხმაურება

ევროკავშირი ეხმაურება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით აშშ იმ მგზავრებს არ შემოუშვებს, რომლებიც შენგენის ზონის 26 ქვეყანაში იყვნენ ნამყოფი.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაში.

"კორონავირუსი გლობალური კრიზისია, რომელიც ერთი კონტინენტით არ შემოიფარგლება და საჭიროებს თანამშრომლობას, და არა ცალმხრივ ქმედებებს. ევროკავშირი არ უჭერს მხარს აშშ-ის გადაწყვეტილებას მოგზაურობებზე აკრძალვის შესახებ, რაც ცალმხრივად, კონსულტაციების გარეშე იყო მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის მტკიცე და ქმედით ზომებს მიმართავს. 

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში აკრძალულია ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღება. რეგულაცია ძალაში 13 მარტიდან შევა.

მანამადე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირი ახალი ტიპის COVID-19-ის გავრცელებაზე არასაკმარის და დაგვიანებულ რეაგირებაში დაადანაშაულა.

გადაწყვეტილება არ ეხება აშშ-ში ცხოვრების უფლების მქონე, აშშ-ის მოქალაქეების ახლო ნათესავებსა და გარკვეულ სხვა პირებს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს. რეგულაცია ასევე არ შეეხება დიდ ტვირთებს, რომელიც აშშ-ში ევროპიდან შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system